დღის ამბები
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება


  • გიორგი კვირიკაშვილმა ღამის კლუბებთან დაკავშირებული განცხადება განმარტა
    ამობეჭდვა · დამატებულია 11:56, 11-01-2017

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღამის კლუბებთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

    "მინდა, დამატებით გამარტება გავაკეთო მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა დასკვნები, რომლებიც გამოიტანეს. ღამის კლუბებში, რომლებიც, ძირითადად, კონცენტრირებულია „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებების საკითხებში ჩემს თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან, შესაძლოა, ირღვეოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს",-აღნიშნა პრემიერმა.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველი მამაკაცების არშეშვება არის პრობლემა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასწრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

    "მათთვის, ვინც არასწორი დასკვნა გამოიტანა, ან სურდა, არასწორი დასკვნა გამოეტანა, ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მამაკაცების არშეშვება არის პრობლემა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასწრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ამ საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტა.

    ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგორდეს ემოციები, მაგრამ კანონმდებლობის დაცვით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემების სტიქიურად გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან ემოციური საკითხი, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც იქ ინვესტიციებს ახორციელებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ხდება ბევრი კანონდარღვევა - პროსტიტუცია საქართველოში კანონდარღვევაა. განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასწრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. ამის დასადასტურებლად და ხაზგასასმელად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, რადგან ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია იმის ყურება, რაც იქ ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სტიქიურად, ემოციების აგორებით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. პირიქით, იმიტომ გამოვიტანე ეს საკითხი საჯაროდ და დავალება მივეცი სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში.

    პირველ რიგში, ამ საკითხის მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დავავალე, მაგრამ, საკითხი საკმაოდ მრავალგანზომილებიანია, ამიტომ ჩავრთე ჩემი თანაშემწე, ადამიანის უფლებების კუთხით, სოფო ჯაფარიძე",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.