დღის ამბები
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება


  • საქართველოში კიდევ სამი ახალი საწარმო ამოქმედდება
    ამობეჭდვა · დამატებულია 09:53, 11-01-2017

    საქართველოში კიდევ სამი ახალი საწარმო ამოქმედდება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

    სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში გაიხსნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია.

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტიცია 130 000 ლარია.

    ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.

    "ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ ექნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა თუ საქართველოს მოსახლეობას, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ცხელი სადილი ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში, არის, საღამოს სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი და, ადგილობრივი პროდუქციის შეძენისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს კავშირი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.