დღის ამბები
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება


  • მთავრობამ სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა
    ამობეჭდვა · დამატებულია 15:38, 11-01-2017

    საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს.

    მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა.

    მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედია საშუალებებისთვის კომენტარი გააკეთა.

    პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

    "ამის შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას. მინდა მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ლი იენვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში, 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ამისთვის საჭირო ლარის რესუსს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს. რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა.

    "საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.