დღის ამბები
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება


  • სოფიო შამანიდი - პრეზიდენტი პანკისის ხეობაში „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ მხარდაჭერას გააგრძელებს
    ამობეჭდვა · დამატებულია 14:55, 11-01-2017

    ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი პანკისი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო, რომელზეც  „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივ ცენტრში 3 იანვარს მომხდარი ხანძრის ინციდენტი განიხლეს.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთერთი წარმომადგენელი.

    პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისათვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომელიც დაიწვა და მასში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ასევე, ხატვის კურსები ტარდებოდა.

    „ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან, მეტიც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს”,-  აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

    საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, კახეთის რეგიონულ ცენტრში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავის ადანაშაულებს, დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი კრიმინალური შემთხვევა იყო.

    “ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მინდა, მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ნათელი მოეფინა”,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

    პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე  მიმდინარეობს.

    “მინდა, მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა, ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირი რელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.

    ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.