დღის ამბები
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება


  • პრემიერმა შსს-ს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა
    ამობეჭდვა · დამატებულია 10:39, 11-01-2017

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, - განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

    პრემიერის თქმით, ამ კუთხით იყო ადრე პრობლემები, შემდეგ ხელისუფლებამ გარკვეული ძალისხმევა გასწია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

    „მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და, სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და ამ საქმეს კანონის კუთხით მივუდგეთ. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გაშუქდა, რომ თითქოს, მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია, მაგრამ ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით, მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

    „თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება იქ ადამიანების შესვლის შერჩევა, ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს კანონმდებლობას და იგივე, ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ არც ასეთი დამატებითი შემოსავალი გვინდა და არც ტურისტი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილ