დღის ამბები
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება
  • 19:06 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს
  • 17:46 - თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
  • 17:09 - პრემიერმა სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმრო "შატო დიო" დაათვალიერა
  • 17:05 - სამართალდამცველებმა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს
  • 16:33 - ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა (ვიდეო)


  • გიორგი ჩოგოვაძე - ქართველებისთვისაც ისრაელი მეტად ემოციურია და თუ ქართველი შეხვდება იქაურ ტურისტს, ცდილობს, რამე სიტყვა თქვას ივრითულად
    ამობეჭდვა · დამატებულია 09:32, 11-01-2017

    საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა „ისრაელის სახლში“ შეხვედრა გამართეს.

    YNET-ის, ISRAEL HAYOM-ის, MASA ACHER-ის, NEWS-ის, WALLA-ს, PASSPORT NEWS-ის, NEWS OF TOURISM-ისა და MAKO-ს ჟურნალისტების ვიზიტის მიზანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა, ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის სტატიების მომზადება.

    საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ მედიატურის მონაწილეებს „ისრაელის სახლის“ საქმიანობა გააცნო და ესაუბრა ჰასბარას - ისრაელის საერთაშორისო მხარდაჭერის კამპანიასა და მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიაზე.

    იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლის“ საპილოტო პროექტი, რომელსაც აქვს ქნესეთის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა, წარმატებით განხორციელდა და გახდა მოდელი სხვა ქვეყნებისთვისაც ჰასბარას - ისრაელის საერთშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კამპანიაში. ისრაელის მიმართ სოლიდარობის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა კი ქვეყნებთან პირდაპირი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარებაა. ამ საქმეშიც „ისრაელის სახლმა“ მთავარი როლი შეასრულა, რისი კარგი მაგალითიცაა ხანუქას, თბილისში ისრაელის მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ორი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და ისრაელის ქნესეთისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    იციკ მოშემ ჟურნალისტებს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებიც გააცნო და ისაუბრა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

    მისი თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ შარშან ისრაელში ორი წიგნიც გამოიცა.

     

    შეხვედრას დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც მედიატურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

    გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ისრაელი, საქართველოში ტურისტთა შემოსვლის მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 2016 წელს საქართველოს 100 ათასამდე ისრაელელი ტურისტი სტუმრობდა, მომავალში კი ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას ელიან.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მარკეტინგულ პოლიტიკაზეც, რომელსაც უწყება ისრაელში აწარმოებს. მისი თქმით, აქტიურად თანამშრომლობენ ტურისტულ კომპანიენთან, ავიაკომპანიებთან, მონაწილეობენ თელ ავივის ტურისტულ გამოფენებში, აწყობენ მედიატურებს, რამაც მოიტანა უაღრესად დადებითი შედეგი.

    „თუ ადრე საქართველოში ისრაელიდან ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ჩამოდიოდნენ, ახლა გაიზარდა ასაკობრივი ჯგუფები და მიზეზები, რომ საქართველო მოინახულონ. დღეს ისრაელელ ტურისტს ნახავთ ბათუმში მთაში, ზამთრის კურორტებზე თუ სოფლის მეურნეობის რეგიონებში. ქართველებისთვისაც ისრაელი მეტად ემოციურია და თუ ქართველი შეხვდება ისრაელელ ტურისტს, ცდილობს, თუ რამე სიტყვა იცის ივრითულად, ყველაფერი თქვას. საქართველოში ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ რეისებიცა და ფასებიც, მოეწყო ინფრასტრუქტურა. ყოველივე ამან ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა“ - განაცხადა ჩოგოვაძემ.

    პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. მედიატურის მონაწილეები დაინტერესდნენ, რა ინვესტიციას ახორციელებდა საქართველოს მთავრობა თბილისის, როგორც დედაქალაქის, კიდევ უფრო წარმოჩენისთვის; რა გაკეთდა მთის კურორტებზე; საშუალოდ რამდენს ხარჯავდა ისრაელელი ტურისტი საქართველოში; არის თუ არა რაიმე სტიგმა ისრაელელ ტურისტთან დაკავშირებით ქვეყანაში; როგორია საქართველოსა და ისრაელის მთავრობების თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში; რა არის ის ატრაქცია, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმღვანელი ეტყვის ისრაელელ ჟურნალისტებს და სხვა.

    გიორგი ჩოგოვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულ ინვესტიციას დებს სხვადასხვა რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თბილისი მაინც ძირითადი მიმღებია ვიზიტორების, რომელზეც ტურისტთა 43 პროცენტი მოდის და შესაბამისად, ყველაფერი კეთდება თბილისის პოპულარიზაციისთვის. რაც შეეხება მთის და ზამთრის კურორტებს, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ეწყობა ინფრასტრუქტურა, ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ისრაელელ დაინტერესებულ ჯგუფებთან, მათ შორის მოთხილამურეებთან, რათა მათთვისაც სასურველი გახდეს საქართველოს მთა და ზამთრის კურორტები.

    ჩოგოვაძის ინფორმაციით, ისრაელელი ტურისტი საქართველოში 500 დოლარს მაინც ხარჯავს და ქვეყანაში ყოფნა სულ ცოტა 3 დღე უწევს. ქვეყნების მთავრობები ტურისტულ სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ, არსებობს მათ შორის სპეციალური ხელშეკრულებაც. ისრაელელი ტურისტისთვის კი ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ატრაქცია ადამიანური ურთიერთობებიდან მიღებული ემოციაა.

    ღონისძიების დასასრულს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და „ისრაელის სახლის“ დირექტორმა გიორგი ბერნშტეინმა საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანია „დორონ თრეველი“ დააჯლდოვეს სპეციალური სიგელით, ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).

    შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გადაინაცვლეს თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ.უზნაძის ქ. #113ბ), სადაც იციკ მოშემ გამართა პრეზენტაცია, თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.

    შეხვედრაზე იციკ მოშემ ხაზი გაუსვა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბრის თემას, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდას შეეხებოდა.

    საქართველოში სტუმრად მყოფი  ჟურნალისტები ვიზიტს აგრძელებენ. ისინი დაათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და ეწვევიან რეგიონებს.