დღის ამბები
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება
  • 19:06 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს
  • 17:46 - თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
  • 17:09 - პრემიერმა სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმრო "შატო დიო" დაათვალიერა
  • 17:05 - სამართალდამცველებმა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს
  • 16:33 - ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა (ვიდეო)


  • კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
    ამობეჭდვა · დამატებულია 20:01, 06-01-2017

    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში ნათქვამი.

    განცხადების მიხედვით, დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა. ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს. მიმდინარე პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქამა.

    "მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:
    სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 490 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

    ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

    გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 2000 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

    სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეოურნეობაში ერთდროულად, რამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 300 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 340 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 740 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

    ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

    გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 560 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

    სევე, გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

    სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საბოლოოდ კი, 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

    ვაკის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით უკვე შეიცვალა.

    გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთის ნახევარი, 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ახლით შეიცვალა
    .
    2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება",-ნათქვამია განცხადებაში.