დღის ამბები
  • 14:43 - თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გაიხსნა
  • 14:41 - შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირი ბრალდებულის სახით დააკავა
  • 13:34 - პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი ვიზალიბერალიზაცის გადაწყვეტილებას საქართველოს დიდი ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს
  • 12:21 - იანვარში ღვინის ექსპორტი 184 პროცენტით გაიზარდა
  • 11:53 - გიორგი მარგველაშვილი - ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბ ჟვანია განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა
  • 11:40 - დავით ნარმანია - 2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს
  • 11:36 - 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება
  • 11:28 - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
  • 09:29 - შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი წარადგინა
  • 20:56 - უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე, გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებთან ერთად ევროპაში ქუთაისიდან გაემგზავრება
  • 20:43 - გიორგი კვირიკაშვილი - ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს
  • 15:34 - გიორგი მარგველაშვილი - ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ
  • 14:40 - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
  • 19:31 - მთავრობა „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება
  • 17:24 - საგამოძიებო სამსახურმა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
  • 16:07 - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გორში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
  • 15:54 - ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო, საგამოძიებო სამსახურმა 30-მდე აფთიაქი დახურა
  • 15:09 - ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა
  • 14:13 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა
  • 14:01 - თბილისში „ბავშვთა სამყაროს“ 3-სართულიანი შენობა დაიწვა
  • 11:31 - მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
  • 10:40 - ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
  • 10:23 - ევა გოცირიძე - რატომ ჩავარდა სია, გაცხადებული და გაუმხელელი მიზეზები
  • 10:20 - შსს-მ გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
  • 19:35 - ზურაბ გვასალია - სესხების გასალარებლად ბანკებს 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე
  • 14:08 - 2018 წელს გუდაურში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
  • 12:22 - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე გაზარდა
  • 10:26 - საგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
  • 23:40 - ქართული ჭიდაობით შესაძლოა, იუნესკო დაინტერესედეს
  • 20:09 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ჯოზეფ დაულის მოწოდებას ეხმაურება
  • 17:29 - საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო
  • 10:34 - გიორგი კვირიკაშვილი - ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რასაც მთავრობის მხარდაჭერა ექნება
  • 10:28 - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სამშენებლო მასალებისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოები ამოქმედდება
  • 10:18 - საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა
  • 10:12 - გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება
  • 10:01 - მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება
  • 09:57 - საქართველოში კიდევ 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება
  • 09:53 - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის კონსტიტუცია
  • 09:47 - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთსა და დავოსში ვიზიტები შეაფასა
  • 09:27 - სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს


  • ადვოკატის ინფორმაციით, გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა
    ამობეჭდვა · დამატებულია 16:52, 06-01-2017

    სააპელაციო სასამართლომ "თბილისერვისის" საქმეზე, სადაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ, გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ კანონით კი,  ერთი წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

    სასჯელის 2015 წლის 18 სექტემბრიდან აითვლება და ადვოკატი სწორედ ამის საფუძველზე აცხადებს, რომ სასჯელის შემცირების შესაბამისად, გიგი უგულავა საპატიმროს უახლოეს ხანში დატოვებს.

    თბილისის ყოფილ მერს "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული.

    ამასთან,  წინა სხდომაზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.

    დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ  განაცხადა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა,  ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა  „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

    „მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ, როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

    თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, წინა პერიოდების მსგავსად, არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.

    „ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი.არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია, არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, - განაცხადა უგულავამ.