დღის ამბები
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს
  • 22:31 - დონალდ ტრამპი - ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ
  • 21:11 - დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო
  • 21:08 - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
  • 20:48 - კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 20:00 - ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლა (ვიდეო)
  • 18:07 - საქართველოში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
  • 16:43 - სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
  • 16:34 - გიორგი კვირიკაშვილი - "გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება
  • 16:29 - სუმა ჩაკრაბატი - გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში
  • 16:21 - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული უწოდა
  • 15:11 - ჯანი ბუკიკიო - განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
  • 10:44 - თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს
  • 09:44 - მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სამი ადამიანი
  • 09:29 - დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
  • 08:56 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა
  • 00:17 - სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განაცხადა
  • 23:36 - გიორგი კვირიკაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია Limak-ის თავმჯდომარესთან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა
  • 23:29 - Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა
  • 22:28 - გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა
  • 16:28 - გიორგი კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  • 16:16 - გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი “ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა
  • 13:33 - იტალიაში ზვავმა სასტუმრო დაფარა, არიან დაღუპულები
  • 19:10 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 10:35 - ბარაკ ობამამ “ვიკილიქსის” ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა
  • 01:29 - ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაღუპულია 100-მდე ადამიანი
  • 00:50 - ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
  • 23:48 - გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდა
  • 22:49 - ტალებ რიფაი - მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე
  • 22:09 - UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა
  • 22:06 - ტალებ რიფაი - საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით
  • 19:25 - იგორ დოდონი - მოლდოვა მზად არის, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს
  • 14:33 - „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას 2017 წელსაც გააგრძელებს
  • 14:28 - საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია UHY- ABG Consulting რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
  • 11:14 - ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 38 დაღუპულს შორის 17 ბავშვია
  • 10:57 - თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
  • 10:20 - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • 10:52 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში
  • 10:31 - არჩილ მესტვირიშვილი - გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია
  • 10:16 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდენლი არ არის
  • 23:02 - ამბროლაურის აეროპორტში ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება, ბილეთის ღირებულება კი, 50 ლარი იქნება
  • 19:06 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს
  • 17:46 - თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
  • 17:09 - პრემიერმა სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმრო "შატო დიო" დაათვალიერა
  • 17:05 - სამართალდამცველებმა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს
  • 16:33 - ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა (ვიდეო)


  • თბილისს ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ეწვევიან
    ამობეჭდვა · დამატებულია 15:44, 06-01-2017

    თბილისში ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენელი ჩამოდის. ვიზიტის მიზანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების მომზადება.

    ჟურნალისტები თბილისს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, „ისრაელის სახლისა“ და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ორგანიზებით ეწვევიან. 

    პრესტურში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამოცემებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, როგორებიც არის მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე საინფორმაციო სააგენტო YNET, ISRAEL HAYOM, MASA ACHER, NEWS, WALLA, PASSPORT NEWS, NEWS OF TOURISM, MAKO და სხვ.

    ჟურნალისტები პირველ შეხვედრას 9 იანვარს, 15.00 საათზე  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და „ისრაელის სახლში“ გამართავენ, სადაც ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ისაუბრებს  ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებსა და პოტენციალზე.

    ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც მედიატურის მონაწილეებისთვის გამართავს პრეზენტაციას, თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017“. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ისრაელში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს აქტიურ მუშაობას.

    აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, შარშან ისრაელში, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ორი წიგნის გამოცემა სწორედ ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხერხდა.

     

    ღონისძიებაზე დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანიის „დორონ თრეველის“ დაჯილდოება ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).

     

    შემდეგ შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გადაინაცვლებენ თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ.უზნაძის ქ. #113ბ), სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი გამართავს

    პრეზენტაციას თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.

     

    მომდევნო დღეებში ისრაელელი ჟურნალისტები მოინახულებენ საქართველოს რეგიონებსაც.