დღის ამბები
  • 14:43 - თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გაიხსნა
  • 14:41 - შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირი ბრალდებულის სახით დააკავა
  • 13:34 - პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი ვიზალიბერალიზაცის გადაწყვეტილებას საქართველოს დიდი ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს
  • 12:21 - იანვარში ღვინის ექსპორტი 184 პროცენტით გაიზარდა
  • 11:53 - გიორგი მარგველაშვილი - ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბ ჟვანია განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა
  • 11:40 - დავით ნარმანია - 2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს
  • 11:36 - 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება
  • 11:28 - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
  • 09:29 - შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი წარადგინა
  • 20:56 - უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე, გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებთან ერთად ევროპაში ქუთაისიდან გაემგზავრება
  • 20:43 - გიორგი კვირიკაშვილი - ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს
  • 15:34 - გიორგი მარგველაშვილი - ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ
  • 14:40 - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
  • 19:31 - მთავრობა „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება
  • 17:24 - საგამოძიებო სამსახურმა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
  • 16:07 - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გორში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
  • 15:54 - ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო, საგამოძიებო სამსახურმა 30-მდე აფთიაქი დახურა
  • 15:09 - ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა
  • 14:13 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა
  • 14:01 - თბილისში „ბავშვთა სამყაროს“ 3-სართულიანი შენობა დაიწვა
  • 11:31 - მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
  • 10:40 - ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
  • 10:23 - ევა გოცირიძე - რატომ ჩავარდა სია, გაცხადებული და გაუმხელელი მიზეზები
  • 10:20 - შსს-მ გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
  • 19:35 - ზურაბ გვასალია - სესხების გასალარებლად ბანკებს 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
  • 16:13 - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე
  • 14:08 - 2018 წელს გუდაურში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
  • 12:22 - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე გაზარდა
  • 10:26 - საგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
  • 23:40 - ქართული ჭიდაობით შესაძლოა, იუნესკო დაინტერესედეს
  • 20:09 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ჯოზეფ დაულის მოწოდებას ეხმაურება
  • 17:29 - საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო
  • 10:34 - გიორგი კვირიკაშვილი - ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რასაც მთავრობის მხარდაჭერა ექნება
  • 10:28 - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სამშენებლო მასალებისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოები ამოქმედდება
  • 10:18 - საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა
  • 10:12 - გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება
  • 10:01 - მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება
  • 09:57 - საქართველოში კიდევ 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება
  • 09:53 - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის კონსტიტუცია
  • 09:47 - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთსა და დავოსში ვიზიტები შეაფასა
  • 09:27 - სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
  • 17:32 - სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
  • 17:00 - გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ირანში საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი
  • 13:30 - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
  • 11:10 - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 10:35 - თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნებში ჩავა
  • 13:01 - თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
  • 12:49 - იაჰია ჯამემ გამბიის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა და ქვეყანა დატოვა
  • 11:47 - დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
  • 11:40 - დევნილთა სამინისტრო, კერძო სექტორის თანადაფინანსებით, ჭიათურაში რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეიძენს


  • გიორგი კვირიკაშვილი - ლართან დაკავშირებით ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს
    ამობეჭდვა · დამატებულია 21:55, 30-12-2016

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლარის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.

    „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ  ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, დაეკავშირებინათ ეს დევალვაცია იმ ნაბიჯებთან, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და დაბრუნდა ლარი იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციებთან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის აჟიოტაჟური 0,15 თუ 0,2, რომელიც გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაბრუნდა მერე მაჩვენებელზე, იყო მთლიანად, აბსოლუტურად აჟიოტაჟური ელემენტი. ეს ცხადიც არის. დღევანდელ დღეს ეს არის გარკვეულ დონეზე დასტაბილურებული“, - განაცხადა პრემიერმა.

    როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს უკვე არის მიღწეული გარკვეული წონასწორობა. 

    "ეს არის პირდაპირ ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის, რაც დღეს გვაქვს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის თურქული ლირა, ეს არის უკრაინული გრივნა, რუბლი, მანათი და ასე შემდეგ. დღეს რომ გვქონდეს უფრო მყარი ეროვნული ვალუტა, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობას. როდესაც ზარალზე ვსაუბრობ, აქ არ არის მხოლოდ ერთდღიან ზარალზე საუბარი, საუბარია, რომ ეს ხელს შეუწყობდა კიდევ უფრო იაფი იმპორტის წამოსვლას და კიდევ უფრო გაუფასურებას ეროვნული ვალუტის. ამიტომ დღეს არის გარკვეული წონასწორობა მიღწეული. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დოლარის მომავალ პოზიციაზე. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოსახლეობას“,- აღნიშნაგიორგი კვირიკაშვილმა.

    მისივე თქმით, "ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ჩავკეტოთ ბაზარი, რადგან გავხდებით მძევლები ადგილობრივი მეწარმეების.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ხელს უწყობს, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს ,  სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს.

    „ჩვენ ვუწყობთ ხელს სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დამოკიდებული დოლარის პოზიციაზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. ეს არის რაც ჩვენ შეგვიძლია. რომ არის საუბარი, მთავრობა რას აკეთებს - მთავრობას აქვს ინსტრუმენტები, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია და ამას ხელს ვუწყობთ, ვაკეთებთ გეგმაზომიერად, ჩვენი მთელი მომავალი რეფორმების არსიც მაგაშიც მდგომარეობს, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ, არა მახინჯი პროტექციონისტული მეთოდებით, არამედ სწორი ინსტრუმენტებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ვარდნა ძალიან მძიმედ ურტყამს მოსახლეობას და ბიზნესს.

    „რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის კარგი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების სესხები არის აბსოლუტურად დოლარიზებული, 65%-ზე მაღალია ქვეყანაში საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს ეს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს, რომელსაც ანალოგიურად სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.